Tuesday, February 2, 2016



ტობავარჩხილი
Tel:+995 598 760 860


ტობავარჩხილი ეს არის  ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის. ლეგენდა „ტობავარჩხილზე“ (ვერცხლის ტბაზე)წალენჯიხის ჩრდილოეთით იქ, სადაც ბუნების მშვენებაა ჯიხვები ბინადრობენ და კაკბების სტვენა არღვევს სიმყუდროვეს ეგრისის-გოლიათი მთებისმარწუხებასი მუდმივი თოვლით დაფარულია ფრიალო კლდეების ქვეშ 2650 მეტრ სიმაღლეზე, მარგალიტივით ჩაჭედილია ბუნების უმშვენიერესი ქმნილება კარული ტბა „ტობოვარჩხილი“ (ვერცხლის ტბა). ეგრისის მთების მშვენება და განუმეორებელი სილამაზე, პატარძალივით მომხიბვლელი და კეკლუცი, სუფთა და წკრიალა მდუმარე და უტყვი.
„ტობოვარჩხილის“ მიდამოები საუკეთესო საშუალებაა აქტიური დასვენებისთვის, ის განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია ივლისის შუა რიცხვებიდან როდესაც ზამთრის სქელი თოვლის საფარიდან მთლიანად განთავისუფლდება და ირგვლივ მწვანე მინდვრებითა და ათასგვარი ყვავილებით შეიმოსება.
ლეგენდა მოგვიტხრობს: ეს კამკამა ტბა  ჭუჭყს ვერ გუობს, ტუ ვინმემ ჰიგ ხელი ან ტანი დაიბანა ისე განრისხდება , რომ რარიგ  მოწმენდილი ცა იყოს დაახლოებით ერთ საათში გაწვიმდება და მანამდე იწვიმებს სანამ თავმომწონე „ტობოვარჩხილი“ საბოლოოდ არ განიწმინდება.
ლეგენდის სინამდვილეში რომ დარწმუნდეტ და ნახოთ ტობოვარჩხილის მშნიერება ეწვიეთ ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე და ისიამოვნეთ ბუნების საოცარი სილამაზით.

No comments:

Post a Comment