Monday, February 8, 2016

ტური ერეკლე II მუზეუმში
Tel:+995 598 760 860

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმად. მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. აქვს სხვადასხვა პერიოდები განყოფილებები. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (XVIII საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIIIს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი,აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფილი წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეისა და ადმინისტრაციული კორპუსები.

მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIX-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული  მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა  ნამუშევრები. არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციების გარდა მუზეუმში არსებობს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 5000 მეტ წიგნად ფონდს ითვლის, ფოტოფონდი ქალაქ თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფა-ცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით.

No comments:

Post a Comment