ტური ისტორიულ უჯარმის ციხეში
Tel:+995 598 760 860
უჯარმა — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. უჯარმის აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მათ დროს აიგო ციტადელი მძლავრი კოშკებითა და მტკიცე კედლბით, სასახლეებით და ეკლესიებით. მას შემდეგ რაც ვახტანგმა V-მ საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. IV-VIII საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში.
914 წელს უჯარმა არაბებმა აიღეს და დაარბიეს. ამის შემდეგ უჯარმის მნიშვნელობა ეცემა და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე დასახლებული პუნქტი. XII საუკუნეში უჯარმა აღადგინა მეფე გიორგი III-მ (1156–1184 წწ.) და თავის განძთსაცავად აქცია. XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობამ, XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სამეფოს დაშლამ სამეფო-სამთავროებად დაშლამ თანდათანობით დასცა უჯარმის მნიშვნელობა და ერთ დროს აყვავებული ქალაქი პატარა დაბად აქცია. გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე ქვევრები, თონე, საფლავები (XII-XIII სს).
No comments:
Post a Comment