Tuesday, February 2, 2016



თუშეთის დაცული ტერიტორია
Tel:+995 598 760 860


თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს თბილისიდან 280 კმ. მანძილზე. ტერიტორია ვრცელდება 900-დან 4800 -მდე ზღვის დონიდან. იგი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. მნიშვნელოვანია ნაკრძლის ფიჭვნარი და არყნარი ტყეები. ნაკრძალი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ნიამორი, აღმოსავლ ეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი, კრავიჭამია, შევარდენი, მთის არწივი და სხვა. ეს ტერიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც წინააზიური ჯიქის გავრცელების არეალი. მისი რიცხოვნება მთელ კავკასიაში მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარით შემოიფარგლება.

No comments:

Post a Comment