კინტრიშის დაცული ლანდშაფტი
Tel:+995 598 760 860
კინტრიშის დაცული
ტერიტორია მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, (ქობულეთის რაიონი), მისი საერთო
ფართობი შეადგენს 13.893 ჰა. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს
შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ესაზღვრება, ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ- აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის
მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ- დასავლეთით მტირალას ეროვნული პარკი. კინტრიშის დაცული
ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალი და დაცული
ლანდშაფტი. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წელს, დაარსების მიზანი იყო შუამთის რელიქტური ტყეების და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვია.
No comments:
Post a Comment