გუდაური
Tel:+995 598 760 860
გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან
120 კმ-ში, ზღვის დონიდან
2196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8
კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის
('ლებიოდკის')
მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში
1988 წელს აშენდა. ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია
Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები
2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და
3270მ. სიმაღლეზე აჰყავს. ამჟამად სულ 5
საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე
16 კმ-ს შეადგენს.
No comments:
Post a Comment