Tuesday, February 2, 2016



ანაკლია
Tel:+995 598 760 860


ანაკლია  სოფელი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ენგურის შესართავთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში დგას 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები. სოფელში არის პოლიცია, სპორტული მოედანი, საბავშვო ბაღი, სასტუმროები.ანაკლია ზღვისპირა კლიმატური კურორტია. სოფელში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა აშენებული. სოფელ განმუხურთან დაკავშირებულია 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით.ზაფხულში ეს არის ადგილი აქტიური დასვენებისა და თავგადასავლებისათვის.ანაკლია პონტოს სამეფოს ქალაქ ჰერაკლეას ერთ-ერთი კოლონია იყო. ფეოდალურ ხანაში ანაკლია ტრაპიზონთან და კონსტანტინოპოლთან მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა, რაც ძირითადად ტყვის სყიდვაში გამოიხატებოდა. ანაკლიაში განვითარებული იყო მეთევზეობა, რაც ოსმალო ვაჭრების ხელში იყო. 1820 წელს ანაკლია და შეკვეთილი რუსეთის ჯარმა დატოვა. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – „რა ხდებაო“ „ანა რკიანს“-ო (მეგრ. ანა კივისო) იყო პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას „ანარკია“ (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები დღეს კი – „ანაკლია“ ეწოდება.

No comments:

Post a Comment