Friday, February 5, 2016



აბასთუმანი
 Tel:+995 598 760 860
 

აბასთუმანი  დაბა სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები. IX-X საუკუნეებში მასოძრხედმოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდაოცხე”, XIX საუკუნიდან — “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 ). XIX -ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიასამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება საქართველოში, დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 , თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.
ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემაასტრონომიული კალენდარიდაობსერვატორიის ბიულეტენი“. აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავიკომეტა“, რომელთაც ეწოდაკომეტა 1942 თევზაძე 1“ დაკომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვაჟოზეფ დონოჰოესმედლით და სამკერდე ნიშნით. 1932-1933 წლებში აბასთუმნის ობსერვატორია იყო უშუალოდ საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის გამგებლობაში; 1934-1935 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში; 1936-1940 წლებშისსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის, ხოლო 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის შემადგენლობაში. ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება, როგორცილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“. ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა.

No comments:

Post a Comment