ხერთვისი
Tel:+995 598 760 860
ხერთვისის
ციხე — შუა
საუკუნეების ციხესიმაგრე
სამხრეთ საქართველოში,
ჯავახეთში, სოფელ
ხერთვისში, მდინარე
ფარავნისა და
მტკვრის შესართავთან,
მაღალ კლდოვან
მთაზე (ახლანდელი
ასპინძის მუნიციპალიტეტის
ტერიტორია). ხერთვისი
მოქმედი სიმაგრე
იყო ფეოდალური
ხანის მთელ
მანძილზე. 2007 წლის
24 ოქტომბრიდან ხერთვისი
ვარძიის მონასტერთან
ერთად შეტანილია
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის საცდელ
სიაში.
ციხე-ქალაქებთან ერთად
ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული
მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა
ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის
ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი
ან შალიკაშვილნი.სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
No comments:
Post a Comment