Wednesday, February 3, 2016



ყაზბეგი
Tel:+995 598 760 860


ყაზბეგი  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-1930 წლებშიდუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ².მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 -იდან 5000 -ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხულიგრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 -ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ- აღწევს.
3600
-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყე არ თუ ისე კარგადაა გავრცელებული. საკმაოდ დიდი ფართობი უკავია მთის ფიჭვნარსა და არყნარს. საშუალომთიან საფეხურებზე გვხვდება წიფლის ტყეები. ფლორისა და ფაუნის შემონახვისა და გავრცელების მიზნით 1976 წელს დაარსდა ყაზბეგის ნაკრძალი. ნაკრძალი უტყეოა. ტყეებზე მოდის ნაკრძალის ტერიტორიის მხოლოდ 3%. ნაკრძალში ფიჭვის, არყისა და წიფელის გარდა არის დეკა, ქაცვი, ვერხვი, თხილი, კოწახური, ტირიფი, ღვია, ჭნავი და სხვ. მდინარე თერგის ჭალაში ბალახეულობასთან ერთად არის ქაცვის ბუჩქნარი. მაღალმთიან ადგილებში სუბნივალური და ნივალური მცენარეულობაა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება საკმაოდ ძვირფასი ფაუნის წარმოადგენლები. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი; ბევრია არჩვი. ხევსურეთის სასაზღვრო ზოლში გვხვდება ნიამორი. არის აგრეთვე მურა დათვი, მელა, მგელი, დედოფალა, კვერნა, ციყვი, კურდღელი, ტყის კატა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვ.
ორნითოფაუნა უხვადაა წარმოადგენილი, .. ბინადრობენ ისეთი ფრინველები რომლებიც საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილი, მაგ.: ორბი, რომელიც ბუდობს კლდეებზე, კავკასიური როჭო, რომელიც ჩვენი ფაუნის უძვირფასესი წარმომადგენელია, კავკასიური შურთხი, რომლის აფრენის ზღვარი 4000 -ზე გადის და .. არის ასევე ბატკანძერი, მთის არწივი, სვავი, ჩხიკვი და და სხვ.

No comments:

Post a Comment