ურეკი
Tel:+995 598 760 860
მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი. ნალექები 2080 მმ წელიწადში. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული. მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, პანსიონატი და საოჯახო სასტუმრო სახლი. ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი, რომელიც ცნობილია ურეკის განძის სახელით.
არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი
ეთანხმება, რომ ურეკი
ნიშნავს, ტყიან გაუვალ
ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი „ნა-ეკ-ურ-ა“ ამტკიცებს ურეკის
განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.
No comments:
Post a Comment