Wednesday, February 3, 2016



მწვანე კონცხი
Tel:+995 598 760 860


მწვანე კონცხი  დასახლება ქალაქ ბათუმში (მწვანე კონცხის უბანი). ბათუმთან შეერთებამდე მწვანე კონცხი წარმოადგენდა სოფელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 .-ის სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX .-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ.  სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. გაშენებულია 111 ჰა ფართობზე. ბოტანიკურ ბაღს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური მცენარეები: პოდოკარპუსი ტოტარა, ანდერსონის ვერონიკა, სამხრეთ კორდილინე, ჰიმალაური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში, პალმისები ნეკერჩხლის 20 ფორმა, მაგნოლიის 15 სახეობა და ფორმა.
 მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

No comments:

Post a Comment