Wednesday, February 3, 2016



ფასანაური
Tel:+995 598 760 860


ფასანაური  დაბა დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 724 კაცი (2008). ფასანაური ტურიზმის ერთ-ერთი კერაა, მიმდებარე რაიონში არქიტექტურისა და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლებია.ფასანაური მთიულეთის ცენტრადაა მიჩნეული, რომლის შემადგენლობაშიც 15 სოფელი შედის: ბანცური,დავითურნი, ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანამხარი, ჩადისციხე, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკაანი, ხევშა. ადგილობრივი მცხოვრებლები, სწორედ დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით არსებულ ტერიტორიას მოიხსენიებს მთიულეთად. ფასანაური საკურორტო ზონაა, რომელიც გასაოცარი ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, მრავალი ისტორიული ადგილითა და საინტერესო ლეგენდებითაა ცნობილი.ფასანაურში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,8 °C. იანვრის -4,1 °C, ივლისის +18,5 °C.
მინიმალური ტემპერატურა -30 °C, მაქსიმალური +36 °C. ნალექები 1000 მმ წელიწადში.გადმოცემებიდან ცნობილია, რომ ეს ადგილი ძველად წარმოადგენდა ვაჭრობის ერთერთ ცენტრს, თანამედროვე გაგებით, ის საბაჟოგამშვები პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მისი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, სავარაუდოდ ის დაკავშირებული სიტყვასთანფასი“. დაბას მუდამ მრავალი ტურისტი სტუმრობს. ძველად ფასანაურში 3 სასტუმრო ფუნქციონირენდა. დღეს მხოლოდ სასტუმრო არაგვია დარჩენილი, რომელიც მუდამ ბევრ დამსვენებელს მასპინძლობს. ფასანაური ცნობილია მთიულური სამზარეულოთი, განსაკუთრებულ მოწონებას, რა თქმა უნდა, ფასანაურული ხინკალი იმსახურებს. დაბაში მდებარეობს წმ. პეტრეს და პავლეს სახელობის ეკლესია, რომელსაც აუარებელი მრევლი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ აქ მცხოვრები ხალხი ტრადიციების მიმდევარი და ძველი წესჩვეულებების დამცველია. ასე რომ, აღმოსავლეთ მთიანეთის მოყვარულთათვის ფასანაური იდეალური დასასვენებელი ადგილია ზამთარშიც და ზაფხულშიც.

No comments:

Post a Comment