ახალციხე
Tel:+995 598 760 860
ახალციხე,
(ძვ. ლომსია),
ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან
1000 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც
1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია
,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ქვემოთ მოცემულია ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც
1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით
40 000 სულს, მათ შორის იყო
500 კათოლიკური ოჯახი. ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე ,
სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა. ახალციხეშია ჯაყელების ციხესიმაგრე
(XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა.
No comments:
Post a Comment