ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
Tel:+995 598 760 860
Tel:+995 598 760 860
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს.ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.
ამჟმად პარკის ტერიტორიაზე 9 ოფიციალური ტურისტული ბილიკი ფუნქციონირებს. ბილიკების გასწვრივ განლაგებულია ტურისტული თავშესაფრები, რომლებიც ელემენტარულადაა აღჭურვილი. უბრალოდ საჭიროა თან იქონიოთ საძილე ტომრები. თავშესაფარში არაა საჭმლის მოსამზადებელი საშუალება. მხოლოდ ცეცხლის დანთების შესაძლებლობაა.
ბილიკების ახლოს და პარკის შესასვლელბში მოთავსებულია მცველთა თავშესაფრები და საგუშაგოები, რომელთა გამოყენებაც ღამისთევისათვის შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში.
პარკის შესასვლელბში მოწყობილია საპიკნიკე და კარვების გასაშლელი ადგილები, ადგილები ცეცხლის დასანთებად და მანქანების გასაჩერებლად.
ჩვენ გირჩევთ თქვენი ლაშქრობის პერიოდში გამოიყენოთ ეროვნული პარკის გიდების მომსახურება.
საოცარი პეიზაჟები
ელით ფოტოგრაფებს
სექტემბერ-ოქტომბერში,
როდესაც ხედები
იცვლება შავი
ზღვიდან დიდ
კავკასიონამდე და
როდესაც ყოველი
ფოთოლი ყვავილია.
No comments:
Post a Comment