Wednesday, February 3, 2016



ბახმარო
Tel:+995 598 760 860


ბახმარო, რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 , შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს ტკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ. კლიმატური თავისებურებები: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5,2° C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4° C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლჩაქცევები, ნევრასთენია, ლიმადენტი. სეზონია - ივნისი-სექტემბერი.
ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო.

No comments:

Post a Comment