ფშავი
Tel:+995 598 760 860
ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ „ფხოვი“ გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდფშავი არაგვის ხეობაში
მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის რაიონს მოიცავს. მისი ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია.
ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს
თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი,
ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი.
ფშავი ორად
იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ,
ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის
საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად
ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. სამხრეთი
საზღვარი იწყება შარახევიდან და ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი) მიემართება
აღმოსავლეთით და ეკვრის კავკასიონის მთავარ ქედს. ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია.
იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე
1000-3000 მ-ია, ამიტომ ფშავის მიდამოს არ ამშვენებენ თეთრწვერად შევერცხლილი მყინვარები,
თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთის. ფშავი მდიდარია
მცენარეულობით და მთელი მისი მიდამო შუაფხომდე შემოსილია ხშირ ფოთლოვანი ტყით. პირმზეში
იზრდება: მუხა, იფანი და რცხილა. პირჩრდილში: წიფელი და თელა. მთის მწვერვალზე არყია.
უთხოვარი დაცულია კაწალხევის ტყეში, რომლის მოჭრა აკრძალულია. ფიჭვი იზრდება კუდოს
ტყეში (მაღაროს ზემო). მრავალია ტყის მსხალი, ვაშლი და თხილი. იზრდება და ხარობს კაკლის
ხეც. ორწყალ-ზემო ფშავის არაგვის სათავისა და კავკასიონის ქედის მიმართებით ტყე თანდათანობით
მცირდება, ის ბუჩქნარზე გადადის და მწვერვალებზე ალპიურ მდელოს ხალით იცვლება, სადაც
ფართო სათიბები და საძოვრებია. ასეთი იალაღებით მდიდარია უკანაფშავის თემი, რომელიც
უმთავრესად მესაქონლეობას მისდევს. ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება
მთის ტყეების ჰავის ზოლს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და მერყეობს
1000-1200 მმ-ს შორის. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა ქვემო საფეხურზე
11 გრადუსია, ხოლო ზემოთ 5-მდე ჩამოდის. ზამთარი ცივია. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული
თბილია, შემოდგომა კი მზიანი. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის.
ზამთარი იშვიათად არის უხვთოვლიანი. როგორც წესი, თოვლის საფარი 1 მ-ს არ აღემატება,
იშვიათად 1,5-2 მ.
No comments:
Post a Comment