Tuesday, February 2, 2016



კოლხეთის ეროვნული პარკი
Tel:+995 598 760 860


რამდენიმე ათასი წლის წინ პალიასტომის ტბა შავი ზღვის ლაგუნა იყო. ასობით წლის მანძილზე ტალღებმა, რომლებიც გადაადგილებდნენ ქვიშასა და კენჭებს სანაპიროს გასწვრივ, ლაგუნა ზღვის მარილიანი წყლისგან მოწყვიტეს. მდინარე პიჩორის საშუალებით ტბაში დასავლეთ საქართველოს მთებიდან სუფთა წყალი ჩაედინებოდა. სამი მეტრის სიღრმის მტკნარ ტბაში თევზის სახეობათა დიდი მრავალფეროვნება არსებობდა, რომელიც ტბაში მცხოვრები უხერხემლო ცხოველებითა და პლანქტონით საზრდოობდა.
1920
წლიდან მოყოლებული ადამიანის საქმიანობამ დაარღვია ტბის ეკოლოგია, რამაც გამოიწვია თევზების პოპულაციათა შემცირება. საზიანო ზემოქმედების მაგალითია ზღვასთან შემაერთებელი არხის გახსნა, რამაც ტბა დაამლაშა. აგრეთვე ტბაში ჩამავალი მდინარეებისა და ტორფნარების დაბინძურება.ისეთი ჭარბტენიანი კოლხური რელიქტური ტყეები, როგორსაც შეხვდებით მდ. ფიჩორასა და ტორფნარის განაპირას, საქართველოში სხვაგან არსად მოიპოვება. აქაური ტყის მცენარეები შეგუებულნი არიან ჭარბ ტენს, თბილ კლიმატს, მაღალ ფარდობით ტენიანობას და ხშირ წყალმოვარდნებსა და დატბორვებს. რელიქტური კოლხური ტყეები, ოდესღაც დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, სადაც ხეების მაქსიმალური სიმაღლე 30 მეტრს აღემატებოდა. ადამიანის მოთხოვნილებამ მერქანზე, საკვებზე ბიომრავალფეროვნების გაღარიბება გამოიწვია. რამდენადაც დიდტანოვანი ხეები გაჩეხილია, გაბატონებულია მხოლოდ სწრაფმოზარდი მურყანი - ლნუს ბარბატა, რომლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

თბილი, სასიამოვნო კლიმატი და უხვი მცენარეულობა კოლხეთში დამსვენებლებს უმეტესად ზაფხულის თვეებში იზიდავს. მაგრამ ეს კანონზომიერება ფრინველებზე არ ვრცელდება. ზაფხულში ფრინველთა უმრავლესობა შორეულ ჩრდილოეთში მიფრინავს, სადაც იშენებენ ბუდეებსა და ზრდიან ბარტყებს. არ გაგიკვირდეთ, თუ ზაფხულში აქ ფრინველებს ვერ დაინახავთ. მათი ხილვა თუ გსურთ, აქაურობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა ეწვიოთ. მაშინ, როდესაც ფრინველების ყოფას მრავალი გარემოება ავიწროვებს - მიწის ათვისება, გარემოს დაბინძურება და სხვა - მათთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც ფრინველები თავს აფარებენ ჭარბტენიან ხმელეთს და შავი ზღვის სანაპირო წყლებს. ზოგიერთი ფრინველი აქ მთელი წლის, ან გარკვეული სეზონის განმავლობაში ბინადრობს. ევრაზიას, აფრიკასა და ჩინეთს შორის მოგზაური გადამფრენი ფრინველები, მიუყვებიან რა შავი ზღვის სანაპიროს ან კავკასიონის ქედს, გზად აქ ისვენებენ და იკვებებიან. ამ დაფაზე მოხსენიებულ ფრინველთა სამივე სახეობა საქართველში უკვე იშვიათად გვხვდება. მყივანი გედი საქართველოს გადაშენების პირას მყოფ სახეობათა წითელ წიგნშია შეტანილი.

No comments:

Post a Comment