ლებარდე
Tel:+995 598 760 860
ლებარდე სამეგრელოს ქედის სამხრეთი
ფერდობის
განშტოებაა, მდ. ლებარდეს
(ტეხურის
შენაკადი)
ხეობა.თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით)
– 340 კმ.სიმაღლე
ზღვის
დონიდან:
1600 მ. ლებარდე
დასავლეთ
საქართველოს შუაგულში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე
კლიმატურ
- ბალნეოლოგიური კურორტია. ასწლოვან
წიწვოვან
ტყეში
ჩაფლული
რკინით
მდიდარი
მინერალური წყაროების სამკურნალო თვისებები სასარგებლოა სუნთქვისა და
საჭმლის
მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. აქ
მიწის
ზედაპირზე თვითდინებით ამოდის
ნარზანის
ტიპის
რამდენიმე წყარო, რომლებიც
ისევე,
როგორც
მრავალი
სხვა
მინერალური წყალი, მწყემსებს აღმოუჩინიათ. XX ს-ის
40-იანი
წლებში,
მიუხედავად იმისა, რომ
კურორტზე
მისასვლელი გზა ტეხურის
ციცაბო
ხეობას
მიუყვებოდა და საშიში
იყო,
სეზონზე
დამსვენებელთა რიცხი რამდენიმე ათასს აღწევდა.
თავდაპირველად სამკურნალოდ და
გასაჯანსაღებლად ჩასული მოაგარაკენი პატარა თავშესაფრებში - კარვებსა და
მოწნულ
სახლებში
ცხოვრობდნენ. 1948-50 წლებში, საავტომობილო გზის გაყვანის
შემდეგ
აქ
სამკურნალო დაწესებულებები და
დასასვენებელი სახლები აშენდა.
1980-იან
წლებში
მინერალური წყლის მინის
ბოთლებში
ჩამოსხმაც დაიწყო, თუმცა
90-იან
წლებში
განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო აქ
საკურორტო ინფრასტრუქტურა მოიშალა.
ლებარდედან 4 კმ-ში
მდინარე
ლებარდე
ტეხურს
უერთდება.
ტეხური
სათავეს
2400 მ
სიმაღლეზე, ეგრისის ქედის
სამხრეთ
კალთაზე,
მწვერვალ
ტეხურიშდუდთან იღებს. მისი
კალაპოტი
ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ
პირობებს
უქმნის
ჯომარდობის მოყვარულთ. აღსანიშნავია ტეხურის მდიდარი
იხტიოფაუნაც. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის
სარეწაო
მნიშვნელობის თევზი: თეთრულა,
ტობი,
წვერა,
ქაშაპი,
მურწა...
მდინარეში ბინადრობს კალმახიც,
მაგრამ
მასზე
თევზაობა
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
No comments:
Post a Comment