გერგეტი(ორწვერი)
Tel:+995 598 760 860
გერგეტი (ორწვერი) ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის ჩხერის სათავეში. მდინარე ჩხერის აუზში ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი
6.00 კმ², ხოლო სიგრძე
8.92 კილომეტრია. მაღალი თოვლიანი ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს დაახლოებით
3900 მ-ზე. მყინვარებს გერგეტსა და დევდორაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი, ამიტომ იმ მყინვარების ფართობი, რომლებიც იწყებიან ყაზბეგ-მაილის მყინვარულ პლატოზე, განისაზღვრება მიახლოებით. ფირნის აუზიდან მყინვარი მოედინება სამხრეთით, შემდეგ მწვერვალ ორწვერიდან უხვევს აღმოსავლეთით და ქმნის ყინულვარდნილს.
No comments:
Post a Comment