ქობულეთის დაცული
ტერიტორიები
Tel:+995 598 760 860
გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი I-ზე დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული, მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები - სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი", თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა, ტორფის ისლი, წყლის სამყურა და მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა ქმნიან.
ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს.
აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში გვხვდება იშვიათი და გადაშენების პირას მისული სამეფო გვიმრაც.
No comments:
Post a Comment