Wednesday, February 3, 2016



ბეშუმი
Tel:+995 598 760 860


"ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო. კურორტი წელიწადში, დაახლოებით, 7 000 დამსვენებელს იზიდავს. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. კურორტი "ბეშუმი" მხოლოდ ზაფხულობით ფუნქციონირებს. ზამთარში სეზონი დაკეტილია, რადგან წელიწადის ამ დროს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე, დაახლოვებით, 5-6 მეტრს აღწევს.
ტურიზმის მხრივ ძირითადად განვითარებულია კერძო სექტორი, მაგრამ არის კოტეჯები და სანატორიუმი, რომლებიც პროფკავშირების და ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებას წარმოადგენს. სანატორიუმი 370 კაცისათვისაა განსაზღვრული. ურორტზე არის კინო-თეატრი.
7 აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეულია კურორტ ბეშუმის დამსვენებელთათვის, რადგან ყოველ წელს, ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება. ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს კურორტზე.ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ხალხური შემოქმედების ჩვენება, დოღი, ჭიდაობა და სახალხო სეირნობა იმართება.

No comments:

Post a Comment