Tuesday, February 2, 2016



ლაგოდეხის ეროვნული პარკი
Tel:+995 598 760 860


ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 .-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ  პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც.
ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ - წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი, დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი, უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა.). ეს უკანასკნელი განათლებისა და რეკრეაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ხელს უწყობს ვიზიტორებში ბუნების აღქმის ოპტიმალური პირობების შექმნას. დღეისათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“  დაბუნების შემეცნების ბილიკი“.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების  ცენტრალური  შესასვლელი ინტეგრირებულია ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა კომპლექსთანადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, არსებულ ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და აირჩიოს აქ არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი, შესაბამისი მომსახურეობით.

No comments:

Post a Comment