ქობულეთი, პეტრას
ციხე
Tel:+995 598 760 860

პეტრა ისტორიული
ციხე-ქალაქი
ეგრისის
სამეფოში,
ახლანდელი
სოფელი
ციხისძირის
ტერიტორიაზე.
პეტრა,
ისტორიული
ციხე-ქალაქი
დასავლეთ
საქართველოში
- ეგრისის
სამეფოში
. ზღვის
დონიდან
440 მ.
-ზე. შემორჩენილია ციხის ნანგრევები„პეტრა“
ამ
ციხე-ქალაქის
ბიზანტიური
სახელწოდებაა,
ხოლო
„ქაჯეთის
ციხე“
— ქართული.
ვარაუდობენ,
რომ
ვეფხისტყაოსანში
სწორედ
ეს
ციხეა
მოხსენიებული. პეტრის
აკროპოლისი
ზღვისპირა
კლდოვან
ბორცვზე
მდებარეობდა,
ხმელეთის
მხრიდან
მას
გალავნის
გარდა
კლდოვანი
რელიეფი
იცავდა
(აქედანაა
მისი
ბერძნული
სახელწოდება
„პეტრა“
— ქვა,
კლდე).
პეტრა
მიუვალ
ციხედ
ითვლებოდა.
მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს
კათედრალის ნაშთია.პეტრის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებაც.პეტრა-ქაჯეთმა დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული
დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია.
ციხეზე
არქეოლოგიური
სამუშაოები
1987 წლიდან
მიმდინარეობს.
1989 წლიდან
ფუნქციონირებს
პეტრას
ციხის
მუზეუმ-ნაკრძალი.
მუზეუმში
დაცულია
კომპლექსის
ტერიტორიაზე
ჩატარებული
არქეოლოგიური
გათხრების
შედეგად
აღმოჩენილი
მასალა,
რომელიც
მოიცავს
პერიოდს
ბრინჯაოს
ხანიდან
ადრეული
შუა
საუკუნეების
ჩათვლით:
არქიტექტორული
დეტალები,
მოზაიკის
ფრაგმენტები,
VIII-VI საუკუნეების
სადგომელების
მასალები,
სამსხვეპრლოსა
და
IV-V საუკუნეების
ნაგებობის
(ე.
წ.
„ვილის“)
ნაშთები,
კერამიკული,
ნუმიზმატიკური
მასალა
და
სხვა.
ნაკრძალის
ტერიტორია
მიოცავს
დაახლოებით
7 ჰექტარს.
No comments:
Post a Comment